logo
ENG



მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის თქმით,  „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება

23 ივლ 202000:04
3 წუთის საკითხავი
 
neboo0lvp3itl36.jpg

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეს სახეზე შარდის წასმა აიძულა, აცხადებს, რომ ის 2020 წლის არჩევნებში მმართველი ძალის პროპორციულ სიაში იქნება.

ამის შესახებ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, - აცხადებს აბაზოვი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა.

აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ - 2018 წელს დაკავებულიც იყო. თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.


close დახურვა